Close

მომავლის
ტექნოლოგიები

— ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის.

მალთივერსის შესახებ

კომპანია ,,მალთივერს“  ორიენტირებულია შეიმუშაოს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე, გლობალურ ბაზრებზე. კომპანია წარმოადგენს ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის მთავარ ელემენტს, ხოლო, მისი დინამიური, განახლებადი და განვითარებადი ხასიათი აქცევს მას ცვლილებებისა და განვითარების ეპიცენტრად. იდეიდან ბაზარზე გასასვლელად, საკუთარი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, კომპანია ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის ჩასახვას, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება ამ მიმართულებებით ქვეყნის განვითარებისთვის.

ტექნოლოგიური და
პროფესიონალური რესურსი

კომპანიაში აკუმულირებულია ტექნოლოგიური და პროფესიონალური რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას სხვადასხვა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნას ქვეყნის მასშტაბით.

ძირითადი მიმართულებები

კრეატიული პროექტები

კრეატიული მიდგომები გვეხმარება რთული, ტექნოლოგიური იდეების, მომხმარებლისთვის მარტივად და გასაგებად ახსნაში.

ეკო მეგობრული

კომპანიის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ეკოლოგიის დაცვაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

მარტივი ტექნოლოგიები

ტექნოლოგიების გამარტივება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებას უკეთესს, მარტივს და კომფორტულს ხდის.

კონტაქტი

დაგვირეკეთ

+(995 32) 205 32 32