Close

Cashless

Cashless –   საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც მოაგვარებს  ფესტივალებსა და სხვადასხვა ღინისძიებებზე აქტუალურ პრობლემებს, დაწყებული რიგების შემცირებითა და დამთავრებული ჰიგიენური ნორმების დაცვით. Cashless არის თანამედრობე აქტიური ადამიანის  ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი.

სისტემის
აღწერა

Cashless ბარათი ან სამაჯური გახლავთ უკონტაქტო ანგარიშსწორების საშუალება, რომელიც საწყის ეტაპზე გამოიყენება უმეტესწილად ფესტივალებსა და კონცერტებზე.

 

Cashless სალაროები იქნება განთავსებული ფესტივალებზე. Cashless-ის სამაჯური/ბარათი იქნება მომხმარებლისთვის უფასო. თითოეულ სამჯურს/ბარათს ექნება უნიკალური საიდენთიფიკაციო ნომერი/კოდი. 

 

Cashless ბარათის/სამაჯურის ასაღებად, მომხმარებელი მივა ფესტივალის სივრცეში განთავსებულ სალაროსთან. სისტემაში რეგისტრაციისთვის, ოპერატორს მომხმარებლისგან დაჭირდება შემდეგი ინფორმაცია: სახელი/გვარი, იმეილი და მობილურის ნომერი, რომელზეც მომხმარებელს მიუვა ერთჯერადი OTP – კოდი. ამის შემდეგ მომხამრებელს საშუალება ექნება თანხა შეიტანოს ბარათზე, რის საფუძველზეც მობილურზე მიუვა სმს ჩეკი; სმს ჩეკში ასახული იქნება ბალანსი. 

 

მომხმარებელს უკვე შეუძლია ისარგებლოს Cashless სისტემით ფესტივალზე.

სისტემის უპირატესობები

რიგების შემცირება და შემოსავლის გაზრდა

აპლიკაციის საშუალებით ან ჩვენი ვებსაიტით, მომხმარებლები ასრულებენ პირადობის ვერიფიკაციის პროცესს სელფის გადაღებით და სახელმწიფოს მიერ გაცემული ID ბარათით.

ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლი

მერჩანტს საშუალება ექნება აკონტროლოს გაყიდული პროდუქტის ზუსტი რაოდენობა კონკრეტულ ფესტივალზე. შეამცირებს დასაქირავებელი თანამშრომლების რიცხვს, რაც დადებითად აისახება კომპანიის ბიუჯეტზე.

უსაფრთხოების გაზრდა

შემცირდება თაღლითობის და ქურდობის შემთხვევები. არაზუსტი ხურდის დაბრუნების შემთხვევები გამოირიცხება.

Ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი ხარისხი

ფესტივალის სივრცეში აღარ იტრიალებს ნაღდი ფული, შესაბამისად შემცირდება ვირუსების გავრცელება.

დეტალური ინფორმაცია მომხმარებლების ხარჯვის შესახებ

მომხმარებლის უნიკალური კოდის მეშვეობით, შესაძლებელია მათი გადახდების მონიტორინგი; შესაძლებელი იქნება ერთგული მომხმარებლის იდენთიფიცირება და ამის შესაბამისად სპეციალური შეთავაზებების გაკეთება.

ფასების დარეგულირების შესაძლებლობა

გაყიდული პროდუქციის მონაცემთა ბაზის ანალიზის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება უფრო მომგებიანი ფასების შემუშავება. ფასების დარეგულირება უზრუნველყოფს კომპანიის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.

სისტემა “Cashless” -ს გთავაზობთ კომპანია “Multiverse” -ი, რომელიც გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 

რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. (განკარგულება N282, 06.11.2020)

მიიღე შეთავაზება

უკონტაქტო ტექნოლოგიის სიმარტივე და მოხერხებულობა შეავსებს ფესტივალის სტუმრების გამოცდილებას.

2 05 32 32